შინაარსზე გადასვლა

შოთა ხინჩაგაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შოთა ხინჩაგაშვილი
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
შოთა იურის ძე ხინჩაგაშვილი[1]
დაბადების
თარიღი
9 იანვარი, 1951 (1951-01-09) (73 წლის)
დაბადების
ადგილი
დუშეთი,
საქართველოს სსრ,
სსრ კავშირი
სიმაღლე 183 სმ
სათამაშო
პოზიცია
მცველი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1968–1969 მეტალურგი
1970–1982 დინამო თბ. 241 (0)
ეროვნული ნაკრები
1976–1979 სსრ კავშირი 11 (0)
სამწვრთნელო კარიერა
1984 დინამო თბ. (თანაშემწე)
1986 დინამო თბ. (დირექტორი)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

შოთა ხინჩაგაშვილი (დ. 9 იანვარი, 1951, დუშეთი, საქართველოს სსრ) — ქართველი და საბჭოთა ფეხბურთელი, მცველი. იცავდა რუსთავის „მეტალურგის“, თბილისის „დინამოსა“ და საბჭოთა კავშირის ეროვნული ნაკრების ღირსებას. საბჭოთა კავშირის ჩემპიონი (1978), ვიცე-ჩემპიონი (1977) და ხუთგზის ბრინჯაოს პრიზიორი, საბჭოთა კავშირის თასის ორგზის (1976, 1979) და თასების მფლობელთა თასის (1981) მფლობელი თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში. საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1981), ღირსების ორდენის კავალერი.[2]

ფეხბურთის თამაში დაიწყო 1967 წელს რუსთავში მწვრთნელ მ. თოროზაშვილის ხელმძღვანელობით. 1968–1969 წლებში რუსთავის „მეტალურგის“ შემადგენლობაშია. 1970 წლიდან თბილისის „დინამოს“ რიგებშია, რომლის ძირითად შემადგენლობაში პირველ შეხვედრას იმავე წლის 15 მარტს ატარებს. ამ შეხვედრას და თავის საკლუბო კარიერაში ჩატარებულ მომდევნო მატჩებს თავად შოთა ხინჩაგაშვილი ასე იხსენებს:

ვიკიციტატა
„15 მარტს ჩემპიონატი დაიწყო. საწყის ტურში მოსკოვის „ტორპედო“ გვეწვია. წინა დღეს დუბლების თამაში გაიმართა — 2:4 წავაგეთ. გულგატეხილი ვიყავი, ვიფიქრე, მორჩა, პირველ გუნდს ვერასდროს ვეღირსები-მეთქი, მაგრამ ბაზაზე ძირითადი შემადგენლობა რომ ვნახე, თვალებს არ დავუჯერე – მათ შორის ვიყავი! ტორპედოს 3:0 მოვუგეთ – შეუცვლელად ვითამაშე. იმ დღეს დაცვაში ჩემთან ერთად რეზო ძოძუაშვილი, მურთაზ ხურცილავა და ვახტანგ ჭელიძე იდგნენ. ერთი კვირის შემდეგ კიევის დინამო გვესტუმრა. ჩვენი მთავარი მწვრთნელი გივი ჩოხელი იყო. მან კვლავ ძირითადში დამაყენა. ისევ მოვიგეთ. შემდეგ მოსკოვის „სპარტაკი“ და მინსკის „დინამოც“ დავამარცხეთ. ჩემპიონატი ზედიზედ 4 მოგებით დავიწყეთ! ახლა რომ ვუფიქრდები, ჩემთვის ის ეტაპი გადამწყვეტი იყო — თავდაჯერებული გავხდი.“

ითვლება ერთ-ერთ საუკეთესო მცველად „დინამოს“ ყველა დროის მცველებს შორის. გამოირჩეოდა პლასტიკურობით, დახვეწილი და სტაბილური თამაშით. კარიერის დასრულების შემდეგ იყო თბილისის „დინამოს“ მწვრთნელი. 1987 წლიდან მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში.

შოთა ხინჩაგაშვილმა თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში უმაღლესი ლიგის საკავშირო ჩემპიონატების 241 მატჩი ჩაატარა. ევროპული საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირების ფარგლებში „დინამოს“ ღირსება 32 შეხვედრაში დაიცვა, აქედან 16 — თასების მფლობელთა თასის, 12 — უეფა-ს თასის და 4 — ევროპის ჩემპიონთა თასის გათამაშებაში.[3]

მისი დებიუტი საბჭოთა კავშირის ეროვნულ ნაკრებში შედგა 1976 წლის 28 ნოემბერს, საერთაშორისო ამხანაგურ მატჩში არგენტინის წინააღმდეგ.[4] ასევე ითამაშა 1978 წლის მსოფლიო ჩემპიონატისა და 1980 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპების მატჩები.[5]

საინტერესო ფაქტები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
გაზ. „ლელო“, 16 მაისი, 1981

2011 წლის 17 მაისს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, თბილისის „დინამოს“ მიერ თასების მფლობელთა თასის მოპოვების 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით 1981 წლის თბილისის „დინამოს“ სრულ შემადგენლობასა და სამწვრთნელო შტაბთან ერთად — შოთა ხინჩაგაშვილს საქართველოს სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა.[6]

კარიერის განმავლობაში ჩატარებულ 300-ზე მეტ ოფიციალურ შეხვედრაში ერთადერთი გოლი გაიტანა 1970 წლის 8 აგვისტოს, მოსკოვის „დინამოსთან“ 1–2 წაგებულ საბჭოთა კავშირის თასის ფინალში, ლეგენდარული ლევ იაშინის კარში — „თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში სამასამდე ოფიციალური მატჩი ჩავატარე, გოლი კი ერთადერთხელ გავიტანე. ეს სადებიუტო წელს, 1970-ში, საკავშირო თასის ფინალში მოხდა მოსკოვის „დინამოსთან“. ის მატჩი მოსკოვში, „ლუჟნიკებზე“ გაიმართა 8 აგვისტოს – 100 ათასზე მეტი გულშემატკივარი მოვიდა ორი „დინამოს“ სანახავად. მოსკოველთა კარში ლევ იაშინი იდგა, მე თუ მკითხავთ, ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე. 67-ე წუთზე გავუტანე — გურამ პეტრიაშვილი ფლანგზე გაიჭრა, ჩააწოდა და მეც ვარდნაში შევაგდე. მანამდე 0:2-ს ვაგებდით, მაგრამ ანგარიში ვეღარ გავათანაბრეთ.“ — შოთა ხინჩაგაშვილი.

1980–1981 წლების სეზონში გუნდის ძირითადი მცველი იყო, თუმცა თასების მფლობელთა თასის საპასუხო ნახევარფინალში, როტერდამის „ფეიენოორდთან“ მიღებული მეორე ყვითელი ბარათის გამო ფინალში, „კარლ ცაისის“ წინააღმდეგ ვერ ითამაშა.[7] — „ყველაზე რთული მატჩი? თასების თასის ნახევარფინალი როტერდამში, „ფეიენოორდთან“! ისეთი ტენდენციური მსაჯობა, რაც იმ შეხვედრაში იყო, არასდროს მინახავს — არბიტრი ყველაფერს აკეთებდა „დინამოს“ დასაღუპად. იმ თამაშის მერე ბევრჯერ დავფიქრდი: როგორ გავძელით და იმ დასკვნამდე მივედი, რომ ჰოლანდიელები ჩვენმა გაუტეხელმა ჟინმა დათრგუნა! მიუხედავად იმისა, რომ მათ ერთადერთი გოლი სჭირდებოდათ ორი მატჩის ჯამში ანგარიშის გასათანაბრებლად, მაინც გავძელით! მსაჯმა 2 გოლი არ ჩაგვითვალა და 3 პენალტი არ მოგვცა! არ გავტყდით! აი, ასე ვაჯობეთ მეტოქეს!“ — შოთა ხინჩაგაშვილი.

ხუთჯერ იყო დასახელებული საბჭოთა კავშირის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში.[8][9][კომ. 1]

1986 წელს იყო თბილისის „დინამოს“ გუნდის უფროსი.

შოთა ხინჩაგაშვილი — გიგლა ფირცხალავას მეგობრული შარჟი.
საქართველოს სსრ–ის დროშა დინამო თბილისი
საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი
საბჭოთა კავშირის თასი
კარაველას თასი
  • თასის მფლობელი: 1973 [16]
ევროპის თასების მფლობელთა თასი
  • თასის მფლობელი: 1981
საქართველოს სსრ–ის დროშა საქართველოს სსრ ნაკრები
სსრ კავშირის სპარტაკიადა
  • ვიცე-ჩემპიონი: 1979 [17]
33 საუკეთესო
  • №1: 1976, 1977
  • №2: 1981
  • №3: 1979, 1980

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
თემატური საიტები
AFS · Dinamo-Tbilisi.ru · FCDinamo.ge · FootballDatabase.eu · FootballFacts.ru · National Football Teams.com · Rusteam.Permian.ru · Transfermarkt · WorldFootball.net · КЛИСФ
ფოტო
ციფრული ფოტომატიანე „ივერიელი“ · ქართული სპორტი
  1. საბჭოთა კავშირის წლის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიის შედგენა ხდებოდა საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ჩემპიონატის სეზონის შედეგების მიხედვით 1926 წლიდან არარეგულარულად, ხოლო 1948 წლიდან — ყოველწლიურად (1954 წლის გარდა). თავდაპირველად საუკეთესოებს ავლენდნენ გაზეთები „კრასნი სპორტი“ («Красный спорт»), ხოლო შემდეგ ჟურნალი „ფიზკულტურა და სპორტი“ («Физкультура и спорт»). 1933 წლიდან საუკეთესოთა სიის დამტკიცება ხდებოდა საბჭოთა კავშირის სახალხო კომისართა საბჭოსთან არსებული ფიზიკური კულტურის უმაღლესი საბჭოს, 1938 წლიდან — საბჭოთა კავშირის ფეხბურთის სექციის, ხოლო 1959 წლიდან — საბჭოთა კავშირის ფეხბურთის ფედერაციის მიერ. 1930 წლიდან სია წარმოადგენდა ფეხბურთელთა სამ სიმბოლურ შემადგენლობას იმ მოთამაშეთაგან, რომელთაც მიღწეული სეზონური მაჩვენებლებიდან გამომდინარე აკუთვნებდნენ შესაბამის ნომერს (№ 1, № 2 და № 3). 1928 წელს სიაში შეიყვანეს 44 ფეხბურთელი, ხოლო 1938 წელს — ქვეყნის 55 საუკეთესო მოთამაშე. საბჭოთა ფეხბურთის მთელი ისტორიის მანძილზე 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში სულ 616 ფეხბურთელი იყო წარმოდგენილი.
  1. დაჯილდოება // „ლელო“, 11.09.1979, № 174 (6485), გვ. 1.
  2. კარიერა ფრაზებში: შოთა ხინჩაგაშვილი
  3. Шота Хинчагашвили. Все еврокубковые матчи
  4. Argentina 0–0 USSR / 28 November 1976
  5. Shota Khinchagashvili International matches
  6. თბილისის დინამოელებს სპორტის რაინდის წოდება მიენიჭათ
  7. „დინამოს“ ლეგენდა, რომელმაც 13 მაისს ვერ ითამაშა
  8. 33 лучших футболистов сезона в СССР
  9. საბჭოთა კავშირის წლის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სია
  10. Dinamo Moskva 2–1 Dinamo Tbilisi / Soviet Union Cup 1970
  11. "Динамо" (Москва) 2–1 "Динамо" (Тбилиси) / fc-dynamo.ru
  12. Shakhtyor Donetsk 2–1 Dinamo Tbilisi // Soviet Union Cup 1980
  13. "Шахтер" (Донецк) 2–1 "Динамо" (Тб.) / Финал // fc-dynamo.ru
  14. Сбылось и не сбылось // "Футбол-Хоккей"
  15. Кубковые вершины "Шахтера". Год 1980-й
  16. თბილისის „დინამო“ კარაველას თასს დაეუფლა
  17. Сборная Москвы 2–1 Сборная Грузии // dinamo-tbilisi.ru